რომის იმპერიის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში დევნიდა ეკლესიას, რომელიც ხასიათდებოდა წარჩინებული ქრისტიანებისაგან ბიბლიის ხელნაწერების ამოღებითა და მათი განადგურებით. მოგვიანებით კი, ისტორია მოგვითხრობს რომ ამასვე აკეთებდა თვით ეკლესია. რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ეკლესია დევნიდა, სჯიდა სიკვდილით ყველას მხოლოდ იმის გამო რომ მათ სახლში ბიბლიას პოულობდნენ აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ კითხულობდნენ და ქადაგებდნენ მის ჭეშმარიტებას. სატანამ მშვენივრად იცოდა, რომ წმინდა წერილის მეშვეობით ადამიანები შეძლებდნენ ჭეშმარიტების სიცრუისაგან გარჩევას და როგორც კი მოიშორა მან იგი, თავისი მოღვაწეობის ფართო გაშლის მშვენიერი შესაძლებლობა მიიღო.