ian husi   

       იან ჰუსი ჩეხი მღვდელი და კათოლიკე რეფორმატორი. იგი გულგრილად ვერ უყურებდა ეკლესიაში გაბატონებულ ურჯულოებას, რაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. მის პერიოდში ეკლესიას ერთდროულად ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პაპიმართავდა. რის შემხედვარეც ჰუსი მიიჩნევდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია ადამიანის მიერ შექმნილი ინსტიტუტი იყო და არა ღვთიური გაერთიანება. 1415  წელს კონსტანცას კრებაზე ჰუსი მოტყუებით მიიყვანეს, შეიპყრეს და ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი. მასუბრძანეს, უარი ეთქვა თავის სწავლებებზე, რაზეც ჰუსმა განაცხადა, რომ მისი მოსაზრებები მხოლოდ ბიბლიას ეყრდნობოდა და სწავლებაზე უარის თქმა ბიბლიის უარყოფას ნიშნავდა. ამის შემდეგ მას სიკვდილი მიუსაჯეს, უარი უთხრეს ზიარებაზე და კოცონზე დაწვეს. 

 1.  
 2.
 
 3.  
 4.

 

 5.
 6.
 7.
 8.
 9.
10.
11.
12.

 

ieronime 
 

        იერონიმე პრაღელი, ჩეხი რეფორმატორი, სწავლული, ჰუსის მეგობარი და თანამებრძოლი. 1399 წელს ოქსფორში ყოფნისას უიკლიფის სწავლების მიმდევარი გახდა. 1407 წელს კი პრაღაში დაბრუნების შემდეგ ქადაგებებში და დისპუტებში სამღვდელოების, ბერებისა და პრელატების ბოროტმოქმედებებში მხილება დაიწყო. 1412 წელს ჰუსთან ერთად ინდულგენციების წინააღმდეგ გაილაშქრა. იგი ბევრს მოგზაურობდა და ქადაგებდა. ჰუსის დაპატიმრების შესახებ უწყებამ კონსტანცაში ჩაიყვანა სადაც იგი დააკავეს და დააპატიმრეს. სასამართლოზე სწავლების უარყოფაზე უარი განაცხადა და აღიარა რომ ის ჰუსის მიმდევარი იყო, რის შემდეგაც იერონიმე კოცონზე დაწვეს.

 1.
 2.
 3.
 4.
 5.
 6.
 7.
 8.
 9.