ქრისტიანობა წარმოიშვა იუდეაში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში და გავრცელდა იესო ქრისტეს ანდერძით, როელიც მან თავის მოწაფეებს, მოციქულებს უანდერძა – გაევრცელებინათ მისი სახარება მთელს მსოფლიოში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის თანახმად პირველ ქრისტიანთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან კი ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა იოანე.  

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.