|

|
რეფორმაციამ ბრიტანეთის კუნძულებზეც შეაღწია. ”თუკი უფალი გამიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მივაღწევ იმას, რომ უბრალო გლეხის მეგუთნე ბიჭმა თქვენზე უკეთესად იცოდეს წმიდა წერილი.” ამ სიტყვებით დააგვირგინა უილიამ ტინდალმა კათოლიკე ღვთისმეტყველებთან დისპუტი. მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე ჰუი ლათიმერმა გააგრძელა წარმატებით. ჯონ ნოქსი XVI საუკუნის უდიდესი შოტლანდიელი რელიგიური რეფორმატორი. განათლება წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში მიიღო და ნოტარიუს-მღვდლად მუშაობდა. ადრეული საეკლესიო რეფორმატორების (მათ შორის ჯორჯ უიშარტის) გავლენით, შეუერთდა მოძრაობას, რომლის მიზანი შოტლანდიის ეკლესიის რეფორმა იყო. |